Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ავთანდილ დოლიძე

თსუ პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მუშაობს ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის, ორგანული ქიმიის, ბიოორგანული ქიმიის, ქიმიური ეკოლოგიის, სამხედრო ქიმიისა და სხვა მიმართულებებით. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში, არის ეუთოს საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტ/კონსულტანტი, შესრულებული აქვს 8 სპეციალური სამუშოების კონტრაქტი, ხელმძღვანელობდა საერთაშორისო გრანტულ სამუშოებს, ასევე განხორციელებული აქვს მრავალტონაჟიანი სამუშოები სახიფათო სამხედრო ნარჩენების გაუვნებელყოფის დარგში, ორგანიზებული აქვს ეკოლოგიურად უსაფრთხო სასოფლო–სამეურნეო პრეპარატების საცდელი წარმოება. ამჟამად აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახიფათო ნარჩენების დაფიქსირების, გაუვნებელყოფისა და საიმედო განთავსების დარგში. არის საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის, საქართველოს ქიმიურ–ეკოლოგიურ პრობლემათა შემსწავლელი კავშირის წევრი, საერთაშორისო ტენდერების ტექნიკური კომისიის წევრი შემფასებელი. გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 22 პატენტი, არის 29 დისერტაციის ხელმძღვანელი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2002), მარშალ ბაგრამიანის 100 წლისთავის საიუბილეო ჯილდოთი (2006), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობითი პრემიით (2007).